ქალაქი ქუთაისი


ქუთაისში  სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია.ჩვენს წინაპრებს სტუმარი ღვთის საჩუქრად მიაჩნდათ და მთელი სულით და გულით ცდილობდნენ ესიამოვნებინათ მისთვის.ვფიქრობ ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს და აუცილებლად უნდა გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობებს.ბევრი ტრადიცია გაუფასურდა და შეიძლება ყველა მათგანის ჩამოშორებას რაღაც მიზეზი ქონდეს,მაგრამ ვფიქრობ ეს ტრადიცია ქართულმა ერმა აუ უნდა დაკარგოს.სტუმარ-მასპინძლობაზე უამრავი ნაწარმოები შექმნილა და ჩემი აზრით აუცილებელია დავაფასოთ წინაპართა დანატოვარი და გაუფრთხილდეთ მას.

ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: «მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე… მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან… სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო» შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით: «ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი» აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის “არგონოვტიკა” (ძვ.წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა. «აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს… უთვალთვალებს საზარელი დრაკონი» (არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი) “კჳტაიისის ხმელეთი”, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან “მოხირისად” იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას “ქუთათისის ქუეყანა” ცვლის, XVIII საუკუნეში კი – “ვაკე”. XVIII საუკუნეში “ვაკის” მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ “ფიცისკაცები” ეწოდებოდათ.

  • საჭმლს   სიმერული სამზარეულო ერთერთი ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანია საქართველოში. იმერეთში ყველაზე გავრცელებულია იმერული ხაჭაპური.
    მის გარეშე არ არსებობს სადღესასწაულო სუფრა. საქართველოს ყველა კუთხეში,სადაც ხაჭაპურის ტრადიცია არსებობს,მას თავისებურად აცხობენ.ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების ტექნოლოგიით,ფორმითა და ყველის სახეობითაც კი. ხაჭაპურის სახელწოდებისა და წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ერთერთი მათგანის მიხედვით, იგი პირველად ვინმე ხაჭამ გამოაცხო სვანეთში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოში. უფრო დამაჯერებლად ჟღერს ხაჭაპურის სახელწოდების დაკავშირება ხაჭოსთან და პურთან.,ვინაიდან ხაჭო თავისი კონსისტენციით ძლიერ წააგავს დაფხვნილ ყველს, რომელსაც დებენ სახაჭაპურე ცომში.
            მწვადი ქართული სუფრის ნამდვილი მშვენებაა.ის ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცისაგან ლითონის ან ხის შამფურზე.მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
    მჭადს და ხაჭაპურს   აქ, როგორც წესი, კეცზე აცხობენ.იმერლები იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კმაზავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ.აქაურების სიამაყეა ცხოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძიკუჭმაჭი.
    იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა და ნიყვის სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარი. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ.
          საცივი დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს მიეკუთვნება და ქართული საახალწლო სუფრის მშვენებაა. ნიგვზითა და სანელებლებით შეზავებული ეს კერძი განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა. მას ქართული სახელმწიფო სუფრის გვირვინს უწოდებენ. იმერეთში გარდა მჭადის,საცივის,ხაჭაპურისა და კუჭმაჭისა ამზადებენ ლობიანს,იმერულ კუპატს და ..
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c7/Kutaisi_White_Bridge.jpg/300px-Kutaisi_White_Bridge.jpg


ურატები



ადგილობრივი ბაზრები
არსებობს ადგილები, სადაც ქალაქის ნამდვილ გულისცემას შეიგრძნობთ. ქალაქის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თქვენ ნახავთ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს, ასევე ადგილობრივი წარმოების დელიკატესებს: ადგილობრივ ყველს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს – „ჩურჩხელას“ და შინაურ ღვინოს. დახლებს შორის სიარულისას, შესაძლებლობა გაქვთ გასინჯოთ უგემრიელესი საკვები, რომელსაც სტუმართმოყვარე, ლაქლაქა გამყიდვლები გთავაზობენ. მეორე ბაზარი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს გთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს, დაწყებული საკვებით, დამთავრებული ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით. ეს ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქში სტუმრობისას.დაწვრილებით…
მწვანე ყვავილა
მწვანე ყვავილას ისტორიულ_არქიტექტურულ, კომპლექსში შედის სხვადასხვა დროს აგებული სამი ეკლესია, თავდაცვითი კოშკი და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ციხე კოშკი მწვანეყვავილას ძეგლებს შორის ყველაზე დიდი ოთხკუთხა ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის კედლების სისქე ორ მეტრს აღწევს. კოშკს ოთხივე მხრიდან აქვს საფეხურები. კოშკის მეორე სართული სათვალთვალოდ გამოიყენებოდა. ზედა და ქვედა სართული ერთმანეთან შიდა კიბით უკავშირდებოდა. ეკლესიებს შორის ყველაზე ძველი ბაზილიკაა, რომლის აგების თარიღადაც 1117წ. მიჩნეული.დაწვრილებით…
ბაღი
ქუთაისის ცენტრალური ბაღი „ბულვარის“ სახელითაა ცნობილი. 1820 წლამდე იმერეთის მეფე სოლომონ I_ის ასულის დარეჯანის მფლობელობაში იყო. ბაღი ხილნაირი მცენარეებისაგან შედგებოდა, ასულმა იგი შემდეგ ხაზინას გადასცა და საზოგადოებისთვის სასეირნო ადგილად გამოცხადდა. ბაღს შეემატა იმ დროისთვის ცარიელი „სახაზინო“ მიწები. 1840 წელს დაიწყო მისი გეგმაზომიერი განაშენიანება. ბაღი ოთხკუთხა ფორმის იყო, შემოვლებული ქონდა წითლად შეღებილი ხის მოაჯირი. მთელ სიგრძეზე არსებული დიდი ხეივნის გარდა კიდევ იყო ორი ხეივანი, რომლებიც გადაკვეთისას ჯვრის ფორმას ქმნიდნენ, მოწყობილი იყო მუსიკისა და ცეკვისთვის მოედანი, შუაგულში იყო აუზი, ბაღის კუთხეში იდგა აგურით ნაშენი პატარა კაფე. ირგვლივ ქვაფენილი დააგეს.დაწვრილებით…
ფანტანისაღმაშენებლის მოედანი
ოქროსფერი ფიგურები, რომელთაც ცხენის, ვერძის, ვეფხვისა და სხვა ცხოველების სახე აქვთ და გამოსახულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანზე, ყველას ანცვიფრებს, ვინც კი პირველად სტუმრობს ქალაქს. ცხოველებს შორის დაინახავთ ასევე თმადის ფიგურას, რომელიც სტუმრებს ყანწით ხელში ესალმება. ბევრი ადამიანი უღებს ფანტანს სურათს და აგრძელებს გზას, არც კი ფიქრობს, რატომაა ის ასე მორთული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ ეს მორიგი ქართული ფანტაზიაა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ქანდაკებები საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია.დაწვრილებით…



ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აიგო ბაგრატ III მეფობის დროს (975-1014 წწ.) უქიმერიონის გორაზე. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ჩრილოეთის კედლის წარწერის თანახმად ოდეს განმტკიცდა იატაკი, ქორონიკონი იყო 203 (1003 წ). ტაძარს თავისი არქიტექტურული და მხატვრული ღირესებებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. XVII ს-ის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692 წ. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს ძეგლი “შემუსრეს ოსმალთა”. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო სამხრეთ და დასავლეთი კარიბჭეებიც. რასაც ადასტურებს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული აფიდებით იყო დასრულებული.დაწვრილებით…


აკაკი წერეთლის ძეგლი
სოფელი სხვიტორი საჩხერის რაიონში მდებარეობს, მდინარე ჩიხურის ნაპირებზე. ამ სოფელში დაიბადა 1840 წელს დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი. შეძლებული თავადის ოჯახში. დედამისი ეკატერინე აბაშიძე იმერეთის მეფის სოლომონ I–ის შვილის შვილი იყო. ბავშვობა სოფელ სავანეში გაატარა ძიძასთან. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო 1859 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც რომელიც 1863 წელს დაამთავრა. ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი სტუდენტობაში ჩამოუყალიბდა.დაწვრილებით…
გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონი დაიბადა 1891/17 ნოემბერს, გარდაიცვალა 1959/17 მარტს. იგი იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაიბადა სოფლის მასწავლებლის ოჯახში, 1900-1908 წწ. სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში 1908.10 თბილისის სემინარიაში. გალაკტიონმა იმთავითვე დაიმკვიდრა “პოეტების მეფის” სახელი. ამ ლექსებით “მე და ღამე”, “მთაწმინდის მთვარე”, “ლურჯა ცხენები”, “სილაჟვარდე”, “მერი” მკითხველს სრულად ახალი პოეტური სამყარო წარმოუდგინა და პოეტი სახალხო მწერლად იქცა.დაწვრილებით…
ებრაული სინაგოგა
დიდი სინაგოგა მდებარეობს ქუთაისში, ბორის გაპონოვის ქ. # 57-59. იგი ქალაქში არსებულ სამ სინაგოგათა შორის ერთ-ერთია. დიდი სინაგოგა აშენდა 1885 წელს და სიდიდით საქართველოში მეორე სინაგოგაა, თბილისის სინაგოგას შემდეგ. დღეისათვის იგი ემსახურება ებრაელთა ადგილობრივ მცირე თემს.დაწვრილებით…
დავით IV აღმაშენებელი
მსოფლიოში არაერთი ქვეყნის ხალხს მიუნიჭებიათ მეფეებისთვის წოდება, საქართველოს ისტორიაშიც მრავალ მეფეს აქვს ხალხისაგან წოდება ბოძებული, მაგრამ მათგან გამორჩეულია დავით IV – რომელსაც ხალხმა უწოდა აღმაშენებელი. უპირველესად რთულ ვითარებაში გამეფდა იგი. ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნები საქართველოც შევიწროებული იყო თურქ-სელჩუკებისაგან. აღარ იყო აღარც ხვნა-თესვა, არც შენება. ქვეყანა დანაწევრებული იყო. მომრავლებული იყვნენ მოღალატე დიდებულები, როგორც საერო ისე სასულიერო ცხოვრებაში. მტრისგან შევიწროებული მოსახლეობა მთაში იყო გახიზნული.დაწვრილებით…



ფეხბურთი ]

Kutaisi Stadium.jpg

საქართველოს რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ტორპედო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია, რაც ამ ტურნირის მეორე მაჩვენებელია.

კალათბურთი[]

ქუთაისის სპორტის სასახლე

საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში.

რაგბი

ქუთაისის აია ასპარეზობს საქართველოს “დიდ 10”-ში

გამოჩენილი ქუთაისლები ]

ქუთაისის ძველი უბნები

ქუთაისი ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი.  მასთან ერთად წლებს ითვლიან უძველესი უბნები,ქუჩები, სკვერები თუ სხვა ადგილები. შემორჩენილია რამოდენიმე უძველესი ფოტო. განსხვავებას ძველსა და ახალ უბნებს შორის ნამდვილად იპოვით. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი!!!  

.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/582165_506074196118430_1587457317_n.jpg?w=220&h=126&crop=1

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქუთაისის დენდროპარკი, მოკლედ, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა, იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი.ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრვი ტერასით არის…

.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/prometes-cave1325752439.jpg?w=220&h=126&crop=1

პრომეთეს მღვიმე

ყუმისთავის მღვიმე (ღლიანის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე) —კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში,ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით.გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი…

.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/63_00325-sataplia-nature-park.jpg?w=220&h=126&crop=1

სათაფლია

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და  ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი,წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია  კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია…

.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/10/94d5bf821234.jpg?w=220&h=126&crop=1

გელათი

გელათის კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მე-11 კილომეტრზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. აქ სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ბევრი ძეგლი დგას: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი. პირველ რიგში განვიხილავთ ამ ანსამბლის მთავარ ნაგებობას, ღვთისმშობლის ტაძარს. მრავალი თაობის ხუროთმოძღვართა მიერ…

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/page.jpg?w=220&h=126&crop=1

პოეზია

ასე უმღერდნენ ქუთაისს!!! აკაკი წერეთელი ქუთაისი მშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი ბევრჯერ სისხლით განაბანი მიწასთან ვინ გაგისწორა, ერთხელ მტკიცე, ახოვანი? თავს დაგყურებ აოხრებულს, ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს! ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს, ერთ დროს განთქმულს და დიდებულს! ეგ ფაზისი თავმომწონი, სახეცვლილი დროს მომგონი? აგონდება…

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/e1839a-e1839be18394e183a1e183aee18398e183a8e18395e18398e1839ae18398e183a1-e183a1e18390e183aee18394e1839ae1839de18391e18398e183a1.jpg?w=220&h=126&crop=1

ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1955წლის 5 ნოემბერს. ქუთაისში ჯერ კიდევ 1859 წლიდან იმართებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ანტონ ლორთქიფანიძის, გიორგი ღოღობერიძის, ეფროსინე კლდიაშვილისა და სხვათა ხელმძღვანელობით, რომლებმაც მტკიცე ნიადაგი შეუქმნეს ქუთაისში პროფესიული თეატრის დამკვიდრებას. იდგმებოდა გ.ერისთავის, ზ.ანტონოვის, ა.წერეთლის, გ.სუნდუკიანის, მოლიერის პიესები. 1880 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის მუდმივი პროფესიული დასი, ფინანსური კრიზისის გამო…

November 4, 2013 in კულტურა.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/11/4867911437_232599f8f0_b.jpg?w=220&h=126&crop=1

ოქროს ჩარდახი

“ოქროს ჩარდახი ”  მდინარე რიონი ქალაქ ქუთაისს ორ ნაწილად ჰყოფს; მარცხენა სანაპირო თითქმის მთლიანად ვაკეს წარმოადგენს. იგი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული და ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მაგრამ ჟამთა ვითარების გამო ძველ საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ნაგებობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამჟამად ქუთაისში მე-19 საუკუნეზე ადრინდელი საერო დანიშნულებოს შენობა დაცული არ არის, გამონაკლისს წარმოადგენს ერთადერთი ნაგებობა, რომელიც…

November 4, 2013 in ძეგლები.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/10/bagrati-1.jpg?w=220&h=126&crop=1

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი —ღვთისმშობელის მიძინებისსახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში,„უქიმერიონის გორაზე“. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს…

October 31, 2013 in ღირსშესანიშნაობა.

https://chemiqutaisi.files.wordpress.com/2013/10/mcvaneyvavila701.jpg?w=220&h=126&crop=1

მწვანეყვავილა

 ქუთაისში XIს_ის დასაწყისში შექმნილი ძეგლებიდან საყურადღებოა ეს პატარა უგუმბათო (ბაზილიკური) ეკლესია,რომელიც აგებულია მდ.რიონის მარცხენა ნაპირას,მიმზიდველი მდებარეობით,მრავალგვარი მცენარითა და ვარდ-ყვავილების სიუხვით, კიბულის ცივი წყაროს წყლითა და ჯანსაღი ჰავით ცნობილ, საქართველოსა და იმერეთის მეფეთა დასვენებისა და გართობის ერთ-ერთ უძველკეს ადგილზე, ისტორიული “მწვანეყვავილის” ბუნებრივად დაცული გორაკის დასავლეთ კონცხზე. დიუბუას მიერ პოვნილ ამ ძეგლს ლავგარდინის ქვაზე შესრულებული წარწერით ირკვევა,…

პირველი   სკოლა

ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ლამაზი შენობა დგას. ეს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლააა იგი მემკვიდრეა არსებული კლასიკური გიმნაზიისა, რომელიც ამავე შენობაში იყო მოთავსებული.
1830 წელს ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, რომელიც 1850წ. თებერვალში, ქუთაისის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, გიმნაზიად გადაკეთდა. 1878 -79 სასწავლო წლიდან კლასიკური ენების – ლათინურისა და ძველი ბერძნულის სწავლების შემოღების გამო, სასწავლებელს კლასიკური გიმნაზია ეწოდა.
ახლად დაარსებულ გიმნაზიას საუთარი შენობა არ გააჩნდა, რის გამო სასწავლებლის ადმინისტრაცია იზულებული იყო კერძო პირთა საცხოვრებელი სახლები დაექირავებინა იმერეთის მეფის სასახლის – “ოქროს ჩარდახის” მიდამოებში 1881 – 1887 წლებში ააგეს გიმნაზიის შენობა.

 1   სკოლა

1skola

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქუთაისის გიმნაზია ერთადერთი სასუალო სასწავლებელი იყო მთელ გუბერნიაში. გიმნაზიაში მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდის გამო სულ უფრო და უფრო საგრძნობი ხდეებოდა აღნიშნული შენობის სივიწროვე. ამიტომ მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ დაისვა გიმნაზიისთვის შენობის აგების საკითხი, მაგრამ იმჟამად განუხორციელებელი დარჩა. მხოლოდ 1899წ.
გიმნაზიის დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის პერიოდში გადაწყდა ძველი კორპუსისათვის მიეშენებინათ ახალი ნაგებობა. მშენებლობა მიმდინარეობდა 1900-1902 წლებში.
30-იან წლებში გიმნაზიის შენობაში ინდუსტრიული ტექნიკუმი იყო მოთავსებული, ხოლო შემდეგ იგი გადაეცა დალაქის პირველ საშვალო სკოლას, რომელსაც 1957 წ. მიენიჭა ვლ. მარაკოვსკის სახელი.
ქუთაისის გიმნაზიაში, ისევე როგორც ცარიზმის დროინდელ სხვა სახელმწიფო სასწავლებელში, შემოღებელი სწავლა აღზრდის სისტემა ზოგჯერ სულიერად და ფიზიკურად ამახინჯებდა მოზარდ თაობას. მეფის რუსეთის სკოლა ცდილობდა ქართველი ახალგაზრდობაში ჩაეხშო ყოველივე ეროვნული, ჩაუნერგა სამეფო ტახტისა და ეკლესიისადმი ბრმა მორჩილების სულისკვეთება. შოვინისტურად დანწყობილი ჩინოვნიკი პედაგოგები აბუჩად იგდებდნენ ქართველ ხალხს, მის ენას, კულტურას და ისტორიას.
გიმნაზიაში არსებული სწავლა-აჭზრდის სისტემის შესახებ საყურედღებლო ცნობებია დაცული ყოფილი მოსწავლეების: აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი” , ნიკო ნიკოლაძის “წარსულიდან, გიორგი წერეთლის :ჩვენი ცხოვრების ყვავილი”, გიორგი დასახიშვილის “მემუარები, ნიკო მარის “ავტობიოგრაფია და სხვათა მოგონებებში.
გიმნაზიაში სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ქართული ლაპარაკი იკრძალებოდა, თავდაპირველათ მასწავლებელთა უმრავლესობა
რუსები იყვნენ, მოსწავლები კი, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ცუდად ფლობდნენ რუსულ ენას, ეს გარემოება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რაც არაერთხელ გამხდარა, ქართველ მოსწავლეთა დაცინვისა და დამცირების მიზეზი, არ იცოდნენ რა რუსული ენა, მოსწავლეები იძულებული იყვნენ, უაზროდ დაეზეპირებინათ გაკვეთილები.
რეაქციონერი მოხელეების გვერდით ქუთაისის გიმნაზიაში მოღვაწეობდნენ მოაზროვნე პედაგოგები : ა. სტოიანოკი, ვ. ვასილიევი, მ. პუშკარიოვი, ა.ბერიძემ, პ. თავალჭრელიძე, პ.წულუკიძე და სხვა. მოუხედავად მკაცრად განასაზღვრული სასწავლო პროგრამებისა, ისინი მაინც ახერხებდნენ აჭსაზრდელებისათვის სასარგებლო ცოდნა მიეცათ, ჩაუნერგათ მათთვის უკეთესი იდეალებისათვსის ბრძოლა სულის კვეთება.
გმინაზიაში გამეფებული ატმოსფერო მოსწავლეებს უღვივებდა ეროვნულ გრძნობებსა და მისწრაფებას – ღრმად შეესწავლათ, მშობლიური ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა შემოქმედება.
გიმნაზიელებზე დიდ გავლენას ახდენდა ქუთაისის თეატრი, რომელსაც სათავეში ედგა გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ლადო მესხიშვილი.
ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა დროს არალეგალურად გამოცემულ ჯურნალ-გაზეთებიდან აღსანიშნავია: “მსაჯული” 1865წ. “თაიგული” 1865-1866წწ. “ია” 1880წ. “სამშობლო” 1880წ. “ბედი” 1880-1881 წწ. “ნეოპიტნოე პერო”, 1880წ. “დროშა” 1882წ. “სტვირი” 1882წ. “სალამური” 1885-1886 წ. “განთიადი” 1888 წ. “ოპოზიცია” 1894-1895წწ. “სხივი” 1895-1900წწ. ფურცლებზე პირველად თავისი კალამი სცადა ბევრმა, შემდგომში გამოჩენილმა მწერალმა, პოეტმა, მეცნიერმა, საზოგადო თუ პოლიტიკურმა მოღვაწემ. 1904 წლის 3 თებერვალს კლასიკური გიმნაზიის და რეალური სასწავლებლის მოსწავლეების ინიციატივით ქუთაისში ჩატარდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული მოსწავლე-ახალგაზრდობის პირველი მძლავრი პოლიტიკური დემონსტრაცია. ქუთაისის კლასიკურმა გიმნაზიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის განვითარებაში. აქ აღიზარდა სახალხო განათლების, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და რევოლუციური მოძრაობის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე. ეს სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას. სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში სწავლობდნენ:
აკაკი წერეთელი,
ნიკო ნიკოლაძე,
კირილე ლორთქიფანიძე,
სერგეი მესხი,
დიმიტრი ნაზარიშვილი,
გიორგი ზდანოვიჩი,
ალექსანდრე წულუკიძე,
ექვთიმე თაყაიშვილი,
ნიკო მარი,
აკაკი შანიძე,
შალვა ნუცუბიძე,
სილოვან ხუნდაძე,
იოსებ ოცხელი,
იუსტინე ჯანელიძე,
დიმიტრი უზნაძე,
სიმონ ყაუხჩიშვილი,
ანგია ბოჭორიშვილი,
ტიციან ტაბიძე,
პაოლო იაშვილი,
დავით კაკაბაძე,
ნიკო ლორთქიფანიძე,
ლეო ქიაჩელი,
კოტე მესხი,
შალვა ღამბაშიძე,
უშანგი ჩხეიძე,
ვასილ კიკვიძე,
აკაკი ხორავა და სხვა
1902 – 1906 ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი. სკოლა 1957 – 1991 წლებში სკოლა ატარებდა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელს. 20-იან წლებში კლასიკური გიმნაზიის შენობაში მოთავსებული იყო ჰუმანიტარული ტექნიკუმი. საბჭოთა წლებში პირველი სკოლა დაამთავრეს ცნობილმა პირებმა: გიორგი მდივანმა (დრამატურგი), კონსტანტინე ლორთქიფანიძემ (მწერალი), სერგო ჭელიძემ (მსახიობი და რეჟისორი) ნიკოლოზ აგიაშვილმა (მწერალი ჟურნალისტი) ნ. კეჟერაძემ, ა. გაჩეჩილაძემ (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები) აპოლონ ნუცუბიძემ, კ გაბუნიამ, კანდიდ ჩარკვიანმა (ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი)
სკოლას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ ნიჭიერი დირექტორები ნ. ნიცუბიძე, ალ. გაჩეჩილაძე, ი. ვაშაკიძე, ვ. ჩოგოვაძე, ჯ. საკანდელიძე, ი. გენძეხაძე, ა. ბელთაძე, თ. ფირცხალაშვილი, თ. ცხადაძე.
2007-2008 სასწავლო წელს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში 1476 მოსწავლე სწავლობს. სკოლა აქტიურად ეხმაურება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში არსებულ ყველა სიახლეს.
2008 წელი ძირძველი სკოლისთვის ფეხბედნიერი გამოდგა. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, 178 წლოვანი სკოლის სრული რეაბილიტაციისა.
დიდია მთავრობის, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ყურადღება სკოლისადმი მათი ზრუნვის შედეგად კიდევ უფრო მტკიცდება მატერიალური ბაზა. სკოლას მოემატა დიდი ფართი. რაც ხელს შეუწყობს კონტიგენტის შენარჩუნებას.

სკოლა, სადაც აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე და სხვა შემოქმედი ტალანტები სწავლობდნენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 სკოლა მემკვიდრეა არსებული კლასიკური გიმნაზიისა, რომელიც ამავე შენობაში იყო მოთავსებული. 
1830 წელს ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, რომელიც 1850წ. თებერვალში, ქუთაისის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, გიმნაზიად გადაკეთდა.  

1878 -79 სასწავლო წლიდან კლასიკური ენების – ლათინურისა და ძველი ბერძნულის სწავლების შემოღების გამო, სასწავლებელს კლასიკური გიმნაზია ეწოდა.  


მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქუთაისის გიმნაზია ერთადერთი საშუალო სასწავლებელი იყო მთელს გუბერნიაში.  


სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას.  


სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი, დიმიტრი ნაზარიშვილი, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე წულუკიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, სილოვან ხუნდაძე, იოსებ ოცხელი, იუსტინე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ანგია ბოჭორიშვილი, ტიციან ტაბიძე,პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოტე მესხი, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვასილ კიკვიძე, აკაკი ხორავა და სხვა. 

 
1902 – 1906 ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი. 1957 – 1991 წლებში სკოლა სწორედ მის სახელს ატარებდა. 

.

ეგ  არი  განცხადების   ტექსტი რესტორანს   საბურტალოზე ესაჭიროება   დამლაგებელი დაგვიკავშირდით ტელ  574 15 85 49

იგივე   ტექსტი და   მიმტანი და დამხმარე        ქალბატონი სამზარეყლოში და  მოლარე

ოლიმპიური ჩემპიონებიქუთაისში

http://newpress.ge/uploads/all/gallery/administraciuli%20shenobebi/26648184_1580670325347343_698362713_n.jpg

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე ოლიმპიური სკვერი 1998 წელს გაიხსნა. ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ბიუროს გადაწყვეტილებით, ქუთაისელ და იმერელ ოლიმპიურ ჩემპიონებს სიმბოლურად ვარსკვლავები გაუხსნეს, რითაც მათი სახელი კიდევ ერთხელ უკვდავყვეს.

სკვერში ზურაბ საკანდელიძის (კალათბურთელი) , მიხეილ ქორქიას (კალათბურთელი), თემურ აფხაზავას (მოჭიდავე), ირაკლი ცირეკიძის (ძიუდოისტი), გიორგი ასანიძის (ძალოსანი), მაია ჩიბურდანიძის (მოჭადრაკე), ქეთევან ლოსაბერიძის (მშვილდოსანი), დავით ხახალეიშვილის (ძიუდოისტი) და ლაშა ტალახაძის(ძალოსანი) ვარსკვლავებია, ბოლოს ვარსკვლავი საჩხერელ ძალოსან ლაშა ტალახაძეს გაუხსნეს.

სურეტები

  •